ახალი ცვლილება

2019 წლის 18 აპრილიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით, არსებული 25 პროცენტიდან 28 პროცენტამდე გაეზრდებათ. ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო. „მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებ...

საპენსიო ფონდი

საპენსიო სააგენტოს“ თავმჯდომარის ლევან სურგულაძის განცხადებით, ჯარიმა იმ კომპანიებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით მათ ხელფასი შეუმცირეს. „ჯერჯერობით ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ დამსაქმებელმა აიძულა მისი წილი საპენსიო შენატანის გადახდა ან რამე მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი...

ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებითაც დაფიქსირდება

საქართველოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოამზადა ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მიბ­მულ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა­ზეც აი­სა­ხე­ბა. მძღოლებს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბი­თაც და­აკ­ლდე­ბა. კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ...

ვინ მიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატს?

ელექტრონული გამოცემა bpn.ge - ს ინფორმაციით, 2019 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 89 საქმე დარეგისტრირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკაში. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, აპარატში შესული განცხადებებიდან 40% წარმოებაზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებზე...

მცირე სესხების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდეგ 2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თებერვალში, ეროვნულ ვალუტაში 1000 ლარამდე სესხის გაცემის 601,009 ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ, როცა 2018 წლის თებერვალში 915 224 ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რაც შეეხება სესხე...

თამბაქოს რეგულაციები

1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. 1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება - თუთუნი, ელექტრო სიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტანს მეწარმე, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატე...

უთანასწორო ანაზღაურება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს განიხილოს საკითხი, რომელიც ეხება არათანაბარი ანაზღაურების საკითხს ქალებსა და კაცებს შორის. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით დღეს საქართველოში 40 პროცენტიანი სხვაობაა და სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს სხვაობა ძალიან დიდია. პრობლემის გადასაჭრელად ერთი...