იურიდიული
სერვისი
2.0

ჩვენ შესახებ

პატრონუს ლეგალი შეიქმნა 2014 წელს ნოვატორ იურისტთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გააცნობიერეს რომ ქართული იურიდიული ბაზარი მზად იყო სიახლისთვის - ისეთი იურიდიული კომპანიისთვის, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სამუშაო პრაქტიკის გამოყენებით, ზრდის საკუთარ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას. ჩვენი სტრუქტურა განსხვავებულია, ვმუშაობთ განსხვავებულად და ვფიქრობთ განსხვავებულად – სწორედ ამის შედეგია ის, რომ პატრონუს ლეგალი სტარტაპიდან იქცა იურიდიული მომსახურების მაღალტექნოლოგიურ პროვაიდერად საქართველოში.

მუდმივად ტრანსფორმირებადი ციფრული სამყაროს მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები ისედაც დანაწევრებულ ბიზნეს ლანდშაფტს კიდევ უფრო სწრაფად ცვლიან.  სწორედ ამიტომ, პატრონუს ლეგალი მუშაობის ახალი მეთოდებისა და გონივრული ინსტრუმენტების ათვისების, ინდივიდუალური უნარების სრულყოფისა და რაციონალური გამოყენების გზით, საკუთარი კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების ფასეულობასა და მოქნილობას ზრდის.

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

CLO კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგი

აუთსორსინგი შეიძლება განვმარტოთ, როგორც „გარე რესურსების სტრატეგიული გამოყენება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რასაც, ტრადიციულად, შიდა თანამშრომლები და რესურსები ასრულებს“.  იურიდიული აუთსორსინგი არის სტრატეგია, როდესაც ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, საკვანძო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებას აკისრებს სპეციალიზებულ და ეფექტურ სერვის-პროვაიდერს, რომელიც, როგორც წესი, ღირებული ბიზნეს პარტნიორი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იურიდიული აუთსორსინგი ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ტენდენციად იქცა. სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია, დიდიც და მცირეც, მიმართავს კორპორატიულ იურიდიულ აუთსორსინგს, რაც საოპერაციო და ზედნადები ხარჯების გონივრული დაზოგვის ხარჯზე, ბიზნესის ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა. ბაზრის მიმღებლობა და მზარდი აქცენტი ტექნოლოგიებსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესზე, პატრონუს ლეგალს საშუალებას აძლევს შექმნას და დანერგოს ისეთი რთული და კომპლექსური კონცეფცია, როგორიც იურიდიული მომსახურება 2.0-ია. შრომითი ფუნქციების გონივრული დელეგირება ამ კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ერთ-ერთი ელემენტია, თუმცა მისი ამოსავალი წერტილი სამუშაო პროცესის დიჯიტალიზაცია, ავტომატიზება, მონაცემებისა და ცოდნის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. პატრონუს ლეგალის კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის მოდელის მეშვეობით, შეგვიძლია მომსახურება გავწიოთ კიდევ უფრო ხარჯ-ეფექტურად, ვიდრე სხვადასხვა თანმდევი ღია ან ფარული ხარჯებით დამძიმებულ იურიდიულ კომპანიებს. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და დახვეწილი სამუშაო პროცესის წყალობით, პატრონუს ლეგალის გუნდი წარმოადგენს სამუშაო ძალას, რომელსაც კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ფარგლებში, ჩვენი კლიენტების არაპროგნოზირებად, ურგენტულ და გეოგრაფიულად განსხვავებულ მოთხოვნებზე რეაგირება ოპერატიულად და კვალიფიციურად შეუძლია. ამ კონტექსტში, იურიდიული პროცესის ექსკლუზიურად დასაქმებული იურისტების მიერ წარმართვის ნაცვლად, ჩვენი კლიენტები აღნიშნული პროცესის გამკლავების მიზნით, ამ ფუნქციების სრულად დელეგირებას ჩვენს გუნდზე ახდენენ და სანაცვლოდ იღებენ მოქნილობას, კვალიფიციურ ექსპერტიზას, შემცირებულ საოპერაციო და დასაქმების ხარჯებს და მათი ბიზნესის ფუნდამენტურ მიმართულებებზე კონცენტრირების საშუალებას.

კონტრაქტინგი კონტრაქტინგი

კომერციული ხელშეკრულებების ექსპერტიზა, როგორც რუტინულ, ასევე კომპლექსურ საკონტრაქტო აქტივობებთან გამკლავება, რომელთა უდიდესი ნაწილი მოიცავს ინოვაციური და მასშტაბური პროექტების სამართლებრივ უზრუნველყოფას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერა კონტრაქტების შედგენის, სტრუქტურირების, მათი პროექტის მომზადების, მოლაპარაკების, რევიზიის და შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია, თავის მხრივ, სამართლის ცალკე სპეციალიზაციაა, ამგვარად ასეთი შინაარსის დავალებებს ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც უბრალოდ ჩვენი გუნდის ცალკეული პრაქტიკული ჯგუფებისთვის მხარდამჭერ მიმართულებად. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ცოდნას იმისთვის, რომ დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი კლიენტების ყოველდღიური კომერციული საქმიანობისა და ბიზნეს ოპერაციების მხარდასაჭერად განკუთვნილი ინოვაციური გზები და მეთოდები, როგორიცაა ჩვენი ხელშეკრულებების მენეჯმენტის სერვისი – სამართლებრივი ნოუ–ჰაუსა და გონიერი ტექნოლოგიების უნიკალური სინთეზი. ჩვენი კომპლექსური მიდგომა განაპირობებს იმას, რომ სახელშეკრულებო მომსახურება უზრუნველყოფილია ერთიანი გუნდის მიერ, რომელსაც ნათლად ესმის და იზიარებს ჩვენი კლიენტის კომერციულ მიზნებს და მათი ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკას.

დიუ დილიჯენსი დიუ დილიჯენსი

იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების ანალიზი და შეფასება მის განხორციელებამდე, ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებისა და რისკების იდენტიფიკაცია, შესაბამისი მასალების შესწავლით, ორი მნიშვნელოვანი კატეგორიის დადგენა: სტატუს ქუო და განსახორციელებელი მოქმედებით დამდგარი შედეგი. სტატუს ქუოს ადეკვატური განსაზღვრითა და შეფასებით, ჩვენ არამხოლოდ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, ტრანზაქციასთან დაკავშირებით გონივრული მოლოდინები ჰქონდეთ, არამედ სწორად შეაფასონ ტრანზაქციის საგანი (მათ შორის, ფარული რისკები და ვალდებულებები) და ზუსტად იცოდნენ რას მიიღებენ, როცა ტრანზაქცია შედგება (მაგალითად, რა ვალდებულებებს დააკისრებს ახლად შეძენილი შვილობილი კომპანიის არსებული კონტრაქტები მას, როცა ბიზნესის მართვას შეუდგება). ტრანზაქციის შედეგების განსაზღვრით, ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვუქმნით საფუძველს იმისთვის, რომ ტრანზაქციის შედეგები მათთვის მაქსიმალურად მომგებიანი აღმოჩნდეს. ამ სტადიაზე, ჩვენი გუნდი შეისწავლის იმ შესაძლო დაბრკოლებებს, რომლებიც როგორც კლიენტის, ასევე მისი პარტნიორის მხარეს შეიძლება არსებობდეს (მაგალითად, ახალი აქციების ემისიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კომპანიის სახელმძღვანელო დოკუმენტებში ან მოქმედ კანონმდებლობაში, კანონები ან ხელშეკრულებები, რომლებიც კომპანიაში მენეჯმენტის შეცვლის პროცესსზე ახდენს გავლენას და ა.შ.). ყველა ჩამოთვლილი გონივრული ზომის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდი მოახდენს ტრანზაქციის სტრუქტურირებას, მოამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას და რელევანტურ სამართლებრივ დასკვნებს.

სამართლებრივი კონსულტაცია სამართლებრივი კონსულტაცია

ჩვენი კლიენტების ძირითადი კომერციული საქმიანობისა და ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კომპანიამ მკაცრად დაიცვას არსებული რეგულაციები და კომპანიის მენეჯმენტს ვაძლევთ სამართლებრივ რჩევებს ყველა რელევანტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, ჩვენი ცოდნისა და კვალიფიკაციის ფარგლებში, ჩვენი კლიენტი კომპანიის ხელმძღვანელებისთვის უზრუნველვყოფთ ზუსტი და დროული სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, სხვადასხვა პრობლემების სამართლებრივი გადაჭრის გზებს, კონკრეტული კომერციული გადაწყვეტილებების თანმდევი რისკ-ფაქტორების შეფასებასა და ანალიზს, სამართლებრივი ენისა და პროფესიული ჟარგონებით დატვირთული ტექსტების ინტერპრეტაციას, ინფორმირებას მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენი კლიენტების ან მათი პარტნიორების საქმიანობაზე, სხვადასხვა ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ტრეინინგების ჩატარება ჩვენი კლიენტებისა და მათი თანამშრომლებისთვის.

სამართალწარმოება სამართალწარმოება

პატრონუს ლეგალში გააზრებული გვაქვს თუ რამდენად უსიამოვნო პროცესს წარმოადგენს ჩვენი კლიენტებისთვის სამართლებრივი დავა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს კლიენტებს სურთ ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით პოტენციური დავები თავიდან აიცილონ და თუ დავა მაინც თავს იჩენს, ჰყავდეთ შესაბამისი გუნდი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს. იურიდიული კომპანიების უმრავლესობისგან განსხვავებით, პატრონუს ლეგალში ტრადიციულ სამართალწარმოების დეპარტამენტს ვერ ნახავთ. რასაც აქ ნახავთ, არის სამართალწარმოებასა და დავების განხილვაში სპეციალიზებული იურისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი დავების მიმართ ჯანსაღი ხედვებითა და მიდგომებით. დაკომპლექტებული ვართ რა იმ სფეროების მიხედვით, სადაც ჩვენი კლიენტები საქმიანობენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ღრმა სექტორულ ანალიზს თქვენი დავების გადასაჭრელად, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ყოველთვის მიიღებთ თქვენი ინდუსტრიის კონტექსტისა და საბაზრო კონიუნქტურისათვის შესაბამის რჩევას. როდესაც თქვენი დავის გადასაწყვეტად სამართალწარმოების დაწყება ერთადერთ გზად რჩება, ჩვენ გაგვაჩნია იმის ექსპერტიზა და რესურსი, რომ უზრუნველვყოთ დავის სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გზით გადაწყვეტა, თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისი სამართალწარმოების მეთოდების გამოყენების გზით.

იურიდიული შესაბამისობა იურიდიული შესაბამისობა

ბიზნესის ოპერირების სფერომ რადიკალური ცვლილებები განიცადა. მკაცრი და მზარდი რეგულაციების ქვეშ ექცევა ფაქტობრივად ყველა ინდუსტრია. სულ უფრო და უფრო იზრდება და ვითარდება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა მარეგულირებელ ორგანოებს შორის. იმ მომენტში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იწყებს გამოძიებას ან შესაბამის წარმოებას, რისკები მაღალია და სწორედ ამიტომ დაგჭირდებათ საუკეთესო სამართლებრივი მხარდაჭერა. ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის ამ პროცესებში თქვენს დასახმარებლად. თუმცა, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის, აუცილებელი არ არის მარეგულირებელი ან საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოძიების ან წარმოების ინიცირებას დაელოდოთ.  ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ და თქვენი ბიზნეს საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობასა და მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნაშია. ჩვენ დაგეხმარებით ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც დაკავშირებულია თქვენი კომერციული ოპერაციების განხორციელებასთან და თან ახლავს მარეგულირებელი ან საზედამხედველო ორგანოს მიერ დაწესებულ რეგულაციებთან შეუსაბამობის რისკი და ამ შეუსაბამობისგან გამოწვეული გამოძიების ან/და შემოწმების საფრთხე.

ჩვენი კლიენტები

როგორ გვახასიათებენ კლიენტები?

იმის გამო, რომ პატრონუს ლეგალის თითოეული კლიენტის საქმიანობას, ერთი მხრივ, თავისი სპეციფიკა და, მეორე მხრივ, სამართლებრივი თვალსაზრისით, თავისი კომპლექსურობა ახასიათებს, ჩვენი მიდგომებიც, ცხადია, ერთგვაროვანი არასდროს არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის ზედმიწევნით ვიცავთ იმ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებზეც პატრონუს ლეგალის, როგორც ციფრული ეპოქის იურიდიული სერვისების პროვაიდერის, კონცეფციაა დაფუძნებული. ჩვენი კლიენტების შეფასებით, სწორედ ამ პრინციპების განუხრელი დაცვის თვალნათელი შედეგია ის თვისებები, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები მუშაობის პროცესში ავლენენ:

  • მოქნილობა
  • ცოდნა
  • ნოვატორობა
  • ნდობაუნარიანობა
  • გონიერება
  • ციფრული კულტურა

ჩვენი გუნდი

თორნიკე
უსტარაშვილი
მმართველი პარტნიორი

ლევან
ბასილაძე
ფინანსური დირექტორი, პარტნიორი

გიორგი
კოპალეიშვილი
პარტნიორი

შოთა
თუთბერიძე
პარტნიორი

თეკლა
კენკიშვილი
უფროსი იურისტი

ელენე
ხეჩუაშვილი
პარალეგალი

დაგვიკავშირდით

ნუცუბიძის ქ. #129
თბილისი 0186, საქართველო