2019 წლის 18 აპრილიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით, არსებული 25 პროცენტიდან 28 პროცენტამდე გაეზრდებათ.
ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
„მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის 13 მარტის გადაწყვეტილებაში.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა აპრილსა და მაისში ეტაპობრივად, ჯერ 3 პროცენტით და შემდეგ 2 პროცენტით, 25 პროცენტიდან 30 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5 პროცენტზე შენარჩუნდება.