საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს განიხილოს საკითხი, რომელიც ეხება არათანაბარი ანაზღაურების საკითხს ქალებსა და კაცებს შორის.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით დღეს საქართველოში 40 პროცენტიანი სხვაობაა და სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს სხვაობა ძალიან დიდია.
პრობლემის გადასაჭრელად ერთი მიდგომაა, რომ საკანონმდებლო დონეზე თანაბარი ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება კანონში ჩაიწეროს, თუმცა, მხოლოდ ჩანაწერი პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს. მიმდინარეობს კვლევები იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს რომელ სექტორებში და რა მიზეზებითაა განსხვავებები და ამის შემდეგ შევძლებთ, როგორც ადმინისტრაციული, ისე საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას, თუმცა კვლავ დარჩება კულტურული ასპექტები, ტრადიციულად ქალის და კაცის სამუშაოებად დაყოფა, რაც ასევე ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს. საჭიროა არა დეკლარირებულად, არამედ რეალურად აღმოიფხვრას ეს პრობლემა, - განაცხადა პარლამეტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.