სპეციალიზაცია
ფორმალობაზე მეტი
ბიზნესის მდგრადობას განაპირობებს ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ინარჩუნებს ეფექტურობას მფლობელების, ბაზრის, რეგულაციებისა თუ პრიორიტეტების ცვლილების მიუხედავად.
იურიდიული პრაქტიკა
კომპლექსური ბიზნეს-გადაწყვეტილებები იშვიათად შემოიფარგლება სამართლის რომელიმე ერთი სფეროთი. ეფექტური სისტემის შესაქმნელად, საჭიროა კორპორაციული, ფინანსური, რეგულაციური და სტრატეგიული ხედვების გაერთიანება.
იურიდიული პრაქტიკის 15 მიმართულება. ერთიანი ხედვით.
06
რეგულაციებთან შესაბამისობა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები (AML/CFT), სანქციები და გამოძიებები
10
ტექნოლოგიები, მედია, ტელეკომუნიკაციები, მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრება
15
შრომითი ურთიერთობები, იმიგრაცია და მმართველობითი რგოლის საკონსულტაციო მომსახურება
იურიდიული პრაქტიკა
კომპლექსური ბიზნეს-გადაწყვეტილებები იშვიათად შემოიფარგლება სამართლის რომელიმე ერთი სფეროთი. ეფექტური სისტემის შესაქმნელად, საჭიროა კორპორაციული, ფინანსური, რეგულაციური და სტრატეგიული ხედვების გაერთიანება.
იურიდიული პრაქტიკის 15 მიმართულება. ერთიანი ხედვით.
01
კომერციული და კორპორაციული
კომპანიების დაფუძნება, საკუთრებისა და ჯგუფების სტრუქტურები, აქციონერთა/პარტნიორთა შეთანხმებები, კორპორაციული რეორგანიზაციები, საბჭოს საკითხები, კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, კორპორაციული მხარდაჭერა და მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაცია.
02
შერწყმა, შესყიდვა, ინვესტირება და რესტრუქტურიზაცია
აქციების/წილების და აქტივების შესყიდვა, გასხვისება, ერთობლივი საწარმოები, კერძო კაპიტალი და მაღალრისკიანი ინვესტიციები, კომპლექსური სამართლებრივი შემოწმება (ე.წ. Due Diligence), გარიგებების სტრუქტურირება, კორპორაციული რესტრუქტურიზაცია და ფინანსური სირთულეების მქონე კომპანიებთან დაკავშირებული გარიგებები.
03
საბანკო, საფინანსო და კაპიტალის ბაზრები
კორპორაციული და პროექტით გათვალისწინებული ფინანსები, უზრუნველყოფილი დაკრედიტება, საინვესტიციო სტრუქტურები, სავალო და წილობრივი დაფინანსება, ფასიანი ქაღალდები, საინვესტიციო ფონდები, კაპიტალის მოზიდვა და ტრანსსასაზღვრო დაფინანსების მოდელირება.
04
ფინანსური მომსახურებების რეგულირება და ლიცენზირება
ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საფინანსო ინსტიტუტების, საინვესტიციო ფირმების, საბროკერო კომპანიების, ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა რეგულირებადი ბიზნესების ლიცენზირებისა და მარეგულირებელი საკითხების შესახებ კონსულტაციის გაწევა, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სხვა შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის ჩათვლით.
05
ფინანსური ტექნოლოგიები, გადახდები, ბლოკჩეინი და ციფრული აქტივები
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები, კრიპტოვალუტის ბირჟები, კრიპტოაქტივების შენახვისა და საფულესთან დაკავშირებული სერვისები, ტოკენიზაცია, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს-მოდელები, საგადახდო პროდუქტები, ციფრული პლატფორმები და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ტრანსსასაზღვრო საქმიანობის სტრუქტურირება.
06
რეგულაციებთან შესაბამისობა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები (AML/CFT), სანქციები და გამოძიებები
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მარეგულირებელი ჩარჩოები, მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და სათანადო შემოწმების (KYC) პროცედურები, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირების პროცედურები, მექრთამეობის კონტროლის მექანიზმები, სანქციები და ექსპორტის კონტროლის ზომები, რეგულაციებთან შესაბამისობის აუდიტი, შიდა გამოძიებები და მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
07
დავების გადაწყვეტა, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება
კომერციული, კორპორაციული და ადმინისტრაციული სასამართლო დავები, ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრაჟი, დავები ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის, მედიაცია, უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებები, აქტივების მიკვლევადობა, სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება.
08
უცხოური ინვესტიციები და ბაზარზე შესვლა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საქართველოს ბაზარზე შესვლის სტრუქტურები, კომპანიის დაფუძნება და საქმიანობის სტრუქტურის ჩამოყალიბება, ინვესტირების წახალისების მექანიზმები, ლიცენზიები, ნებართვები და საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოება.
09
აზარტული თამაშები და ონლაინ აზარტული თამაშები
აზარტული თამაშებისა და ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზირება, ოპერატორებისა და მიმწოდებლების სტრუქტურები, პლატფორმისა და ე.წ. „თეთრი ლეიბლის“ მოდელები, გადახდები, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან (AML) დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რეკლამირება, მომხმარებელთა დაცვა და ტრანსსასაზღვრო ოპერაცები.
10
ტექნოლოგიები, მედია, ტელეკომუნიკაციები, მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრება
ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, როგორც სერვისთან (SaaS) დაკავშირებული ხელშეკრულებები, აუთსორსინგი, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პლატფორმები, ტელეკომუნიკაციებისა და მედიის რეგულირება, კონფიდენციალობის დაცვა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებთან შესაბამისობა, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირება, სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები, ლიცენზირება და კომერციული საიდუმლოებები.
11
უძრავი ქონება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა და პროექტები
უძრავი ქონების შეძენა, დეველოპმენტი და იჯარით გაცემა, სამშენებლო ხელშეკრულებები, დაგეგმარება და ნებართვები, ინფრასტრუქტურის განვითარება, კონცესიები, საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP), პროექტების დაფინანსება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები.
12
ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, გარემოსდაცვითი საკითხები (ESG)
ელექტროენერგიასა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტები, ნავთობი და გაზი, ბუნებრივი რესურსები, ენერგიით ვაჭრობის გარიგებები, პროექტების განვითარება, გარემოსდაცვითი ნებართვები და მდგრადობის მართვა.
13
საგადასახადო და საბაჟო სამართალი
კორპორაციული და ტრანზაქციული დაბეგვრა, საერთაშორისო საგადასახადო სტრუქტურირება, დღგ, სატრანსფერო ფასწარმოქმნა, განბაჟება, საგადასახადო აუდიტი და ადმინისტრაციული ან სასამართლო საგადასახადო დავები.
14
კონკურენციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ადმინისტრაციული სამართალი
შერწყმის კონტროლი, შემზღუდველი შეთანხმებები, სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო ტენდერები, სახელმწიფო უწყებებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ლიცენზიებთან დაკავშირებული დავები და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე წარმომადგენლობა.
15
შრომითი ურთიერთობები, იმიგრაცია და მმართველობითი რგოლის საკონსულტაციო მომსახურება
შრომითი და საკონსულტაციო ხელშეკრულებები, სამუშაო ადგილზე მოქმედი პოლიტიკა და წესები, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შიდა გამოძიებები, აღმასრულებელ თანამდებობებზე დანიშვნა, თანამშრომელთა მობილობა, სამუშაო და ბინადრობის ნებართვები და შრომითი დავები.
14