ჩვენ ვქმნით სამართლებრივ არქიტექტურას რისკების გარეშე

კორპორაციული • დავები • რეგულაციური საკითხები

ფილოსოფია

ძლიერი იურიდიული მხარდაჭერა თქვენს ბიზნესს უხსნის ახალ შესაძლებლობებს.

ჩვენ გარდავქმნით კომპლექსურ გამოწვევებს მკაფიო სამართლებრივ სურათად. ვითვალისწინებთ თითოეულ რისკს, ვპოულობთ ინტერესთა ბალანსს და ვაგებთ მყარ არქიტექტურას თქვენი ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად. უხმაუროდ, უწყვეტად და გრძელვადიანად.

ჩვენი სტანდარტი

მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო. უკეთესი გადაწყვეტილებები.

ვქმნით სამართლებრივ სიცხადეს, რომელიც კლიენტს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ჩვენ ვქმნით სისტემას უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის, სამართლებრივი არქიტექტურით, რომელიც ინარჩუნებს სიცხადეს, მდგრადობასა და ეფექტურობას დროსთან ერთად.

პროგნოზირებადობა

სამართლებრივი რისკების პრევენცია, სანამ ის ხარჯად იქცევა.

სიზუსტე

ყოველი სტრუქტურისა და გადაწყვეტილების მიღმა კონკრეტული ჩანაფიქრია.

პასუხისმგებლობა

კლიენტმა ყოველთვის იცის, ვინ მართავს მის პროცესს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

სპეციალიზაცია

ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებები განაპირობებს. ჩვენი გამოცდილებაც სწორედ ამ საკვანძო მომენტების ირგვლივ არის აგებული.

თორნიკე უსტარაშვილი

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ნებისმიერი რთული პროცესის სათავე იმ ფუნდამენტური გადაწყვეტილების გააზრებაშია, რომელიც მთელი მომავლის ტრაექტორიას განსაზღვრავს.

თორნიკე ბიზნეს ლიდერებთან ერთად მუშაობს იმ სამართლებრივ და სტრატეგიულ საკითხებზე, რომლებიც კომპანიის მომავალს, სტრუქტურასა და განვითარების შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ილია ცანავა

მმართველი პარტნიორი

ყოველი მზარდი ბიზნესი ადრე თუ გვიან დგება ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე, რომლებიც აწმყოს ჩარჩოებს სცდება. სწორედ ეს არჩევანი ქმნის მომავლის შესაძლებლობებს.

ილია სამართლებრივ, ფინანსურ და სტრატეგიულ ხედვას აერთიანებს, რათა კომპანიებმა არა მხოლოდ სწორი, არამედ გრძელვადიანი სიცხადის მქონე გადაწყვეტილებები თავდაჯერებულად მიიღონ.

გიორგი კოპალეიშვილი

პარტნიორი, ადვოკატი

სანდოობა პროცესის შეუფერხებელ დინებაში ჩანს. ის შენდება მკაცრი დისციპლინით, პრინციპულობითა და უკომპრომისო ხარისხით.

გიორგი უძღვება კომპლექსურ იურიდიულ საქმეებს მაღალი პროფესიული სიზუსტით, სისტემურობითა და თითოეული დეტალის მკაცრი კონტროლით.

ელენე დავითაშვილი

უფროსი იურისტი, ადვოკატი

პროგრესი იშვიათად არის ერთი მასშტაბური გადაწყვეტილების შედეგი, ის იქმნება თითოეული მცირე გამოწვევის თანმიმდევრული და გულმოდგინე გადაჭრით.

ელენე უზრუნველყოფს იურიდიული პროცესების წარმართვას სიცხადით, ოპერატიული რეაგირებითა და კლიენტთან თითოეული ინტერაქციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებით.

ალექსანდრე უსტარაშვილი

ოპერაციებისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი, იურისტი

კომპანიის მომავალს მხოლოდ პროფესიული გამოცდილება არ განსაზღვრავს. სწორი მიმართულება იქმნება იმის გააზრებით, თუ სად შეუძლია კომპანიას უდიდესი ღირებულების შექმნა და იმ სისტემებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებით, რომლებიც მას ამ მიზნამდე მიიყვანს.

უზრუნველყოფს კომპანიის სტრატეგიის, საოპერაციო პროცესებისა და კომერციული ურთიერთობების სინქრონიზაციას გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად.

ანასტასია ვანიშვილი

ადმინისტრაციული ასისტენტი

კომპანიის იმიჯი მასთან პირველივე კომუნიკაციისას ყალიბდება, მანამ, სანამ უშუალოდ საქმიანობა დაიწყება.

ზრუნავს იმაზე, რომ „პატრონუსთან“ თითოეული შეხება პასუხისმგებლობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების ერთგვაროვან სტანდარტს ასახავდეს.