საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება.
მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება.
კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგენს, შემდეგ პარლამენტში.
შესაძლოა ეს ცვლილებები 2019 წელს შევიდეს ძალაში.