ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებითაც დაფიქსირდება

საქართველოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოამზადა ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მიბ­მულ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

მძღოლებს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბი­თაც და­აკ­ლდე­ბა.

კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგენს, შემდეგ პარლამენტში.

შესაძლოა ეს ცვლილებები 2019 წელს შევიდეს ძალაში.