კვლავ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე. იურიდიული პირების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს დომინანტი პარტნიორის სტატუსი, რათა აღნიშნულ სუბიექტს ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება. მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამეტის აგრარული კომიტეტის ოთარ დანელიას თქმით - ჩვენ პირიქით, ვახალისებთ ამ უფლებას და პრობლემა ამ ნაწილში მოქალაქეებს არ ექნებათ. არ ვითვალისწინებთ აღნიშნული უფლების გადაცემას ქორწინების შედეგად მიღებული უფლების ნაწილში, ვინაიდან ვხედავთ ძალიან მაღალ რისკებს. მთავრობის დისკრეციის ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნეს საინვესტიციო გეგმა კანონის მიხედვით, რომლის კრიტერიუმები და პირობები უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ.