მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებაზე შესაძლოა, გარდამავალი ეტაპები დაუწესდეთ.
მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულება 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.
ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კანონისა და რეგულაციის შესახებ ინფორმაცია 2 წლის წინ გავრცელდა და ის ეტაპობრივად, შეეხო სხვადასხვა ზომის კომპანიებს.
წელს პირველ ოქტომბრამდე აქვთ ვადა მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს, რომ წარადგინონ თავიანთი ფინანსური ინფორმაცია და ფინანსური ანგარიშგება შესაბამის სამსახურში.