პატრონუს ლეგალი შეიქმნა 2014 წელს ნოვატორ იურისტთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გააცნობიერეს რომ ქართული იურიდიული ბაზარი მზად იყო სიახლისთვის - ისეთი იურიდიული კომპანიისთვის, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სამუშაო პრაქტიკის გამოყენებით, ზრდის საკუთარ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას. ჩვენი სტრუქტურა განსხვავებულია, ვმუშაობთ განსხვავებულად და ვფიქრობთ განსხვავებულად – სწორედ ამის შედეგია ის, რომ პატრონუს ლეგალი სტარტაპიდან იქცა იურიდიული მომსახურების მაღალტექნოლოგიურ პროვაიდერად საქართველოში.
მუდმივად ტრანსფორმირებადი ციფრული სამყაროს მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები ისედაც დანაწევრებულ ბიზნეს ლანდშაფტს კიდევ უფრო სწრაფად ცვლიან. სწორედ ამიტომ, პატრონუს ლეგალი მუშაობის ახალი მეთოდებისა და გონივრული ინსტრუმენტების ათვისების, ინდივიდუალური უნარების სრულყოფისა და რაციონალური გამოყენების გზით, საკუთარი კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების ფასეულობასა და მოქნილობას ზრდის.
ჩვენი რჩევები კონკრეტულ სფეროზე მორგებული, კომერციული და სტრატეგიულია. მუდმივად თანმიმდევრული და ჩვენი კლიენტებისათვის ოპტიმალური რჩევების მიცემის გარდა, ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ყველაზე კომპლექსური სამართლებრივი პრობლემის წარმოჩენა მარტივად და პროფესიული ჟარგონების გარეშე შეგვიძლია.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხისა და ფასეულობის კომბინაცია საქართველოში უკონკურენტოა. ის წარმოდგენა, რომ კოლოსალური თანხა იურიდიული კონსულტანტის პრესტიჟის გამო უნდა გადაიხადო, ვფიქრობთ, თანდათან წარსულს ბარდება, რადგან, დღესდღეობით, კლიენტების უმეტესობა აფასებს ეფექტურ, ხარისხიან და გამჭვირვალე გზებს არამხოლოდ მათთვის მომსახურების მიწოდების, არამედ ჩვენთვის ჰონორარის გადახდის დროსაც.
პატრონუს ლეგალი, პირველ რიგში, იმართება როგორც ბიზნესი - ბიზნესი, რომელიც ოპერირებს იურიდიულ ბაზარზე. სწორედ ჩვენი ბიზნეს–მოდელი დაგვეხმარა, დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, გავმხდარიყავით საქართველოში ერთ–ერთი დინამიური იურიდიული კომპანია. კლიენტებს იზიდავს ჩვენი ახლებური ხედვა და ისინი ჩვენთან ერთად რჩებიან იმ მაღალი ხარისხის მომსახურების გამო, რასაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვთავაზობთ.
პატრონუს ლეგალში ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კლიენტების სახელით ვმოქმედებთ. როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს თქვენი საჭიროება, ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია კლიენტებთან წარმატებული პარტნიორობიდან გამომდინარე ძლიერ და გრძელვადიან ურთიერთობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის იდეების სრული თანხვედრა.
ჩვენი კლიენტების დავალებების, ტრანზაქციების, დავებისა და პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი გუნდის გარეშე. ჩვენი იურისტები გამორჩეული პროფესიონალები, ერთგული ინდივიდები და ჩვენთვის უდიდესი მონაპოვრები არიან. მათ უყვართ თავიანთი საქმე და კოლექტიური ენერგიითა და ექსპერტიზით ცდილობენ თქვენს წარმატებაში თავიანთი წვლილის შეტანას და პატრონუს ლეგალსა და თქვენს შორის ღირებული პარტნიორობის განმტკიცებას.
ჩვენი სამართლებრივი რესურსების სიღრმისა და მოცულობის დამსახურებით, გამოცდილ კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, წარმატებულ ბიზნეს–ორგანიზაციებსა და კერძო პირებს ვანიჭებთ ნამდვილი კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას ბაზარზე.
ჩვენ ამაყები ვართ ჩვენი კულტურითაც – კულტურით რაც ნიშნავს იმას, რომ პატრონუს ლეგალი არის საუკეთესო ადგილი სამუშაოდ, სადაც ყველას აქვს სივრცე თვითრეალიზებისა და თვითგანვითარებისთვის და სადაც ყველა საუკეთესოს ელის ერთმანეთისგან.
და მაშინ როცა ჩვენ განვაგრძობთ ზრდასა და განვითარებას, ჩვენი მოწოდება, რომ გადავაჭარბოთ და გავცდეთ თქვენს მოლოდინებს, კვლავაც უცვლელი რჩება.