საპენსიო სააგენტოს“ თავმჯდომარის ლევან სურგულაძის განცხადებით, ჯარიმა იმ კომპანიებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით მათ ხელფასი შეუმცირეს.
„ჯერჯერობით ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ დამსაქმებელმა აიძულა მისი წილი საპენსიო შენატანის გადახდა ან რამე მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა თუ მოქალაქე მოგვმართავს, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება, რომ არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები. დასაქმებულებს ასევე შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და ამგვარად დაიცვან საკუთარი უფლებები. ცხადია, დიდი კორპორაციები ასე არ იქცევიან და პირიქით, ისეთი მაგალითებიცაა, როდესაც დასაქმებულის ნაცვლადაც დამსაქმებელი იხდის 2%-იან შენატანს, თუმცა, თუ მოხდება დარღვევა, კომპანია 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.