საპენსიო სისტემა

2019 წლის 1 აპრილიდან 40 წელს მიღწეულ დასაქმებულ მოქალაქეებს დარგოვებითი საპენსიო სისტემის დატოვების უფლება აქვთ.

 1 აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი ინდივიდუალური იქნება. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

 სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ საპენსიო სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სისტემას არ დატოვებს, იგი სისტემის მონაწილედ დარჩება.