საქსტატის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში როგორც ბრუნვა, ისე დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა.
2019 წლის მეორე კვარტალში აღნიშული სექტორის ბრუნვა 1,87 მლრდ ლარი იყო, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,76 მლრდ ლარი. შესაბამისად, ზრდამ 6,3% შეადგინა. ამასთან, ბრუნვა 42%-ით გაზრდილია 2019 წლის I კვარტალთან შედარებითაც. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამშენებლო სექტორის ბრუნვა 1,31 მლრდ ლარი იყო.
2019 წლის 6 თვეში გაცემული ნებართვების ჩამონათვალი ობიექტების მიხედვით:
- საცხოვრებელი სახლი - 1 872 ნებართვა
- სამრეწველო და სასაწყობო შენობა - 79 ნებართვა
- სასტუმრო - 68 ნებართვა
- სავაჭრო ობიექტი - 64 ნებართვა
- ადმინისტრაციული შენობა - 36 ნებართვა
- ავტოგასამართი სადგური - 6 ნებართვა
- სასწავლო დაწესებულება - 13 ნებართვა
- ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი - 13 ნებართვა
- კაფე-ბარი-რესტორანი - 17 ნებართვა
- სპორტული ნაგებობა და მოედანი - 4 ნებართვა
- ავტოსადგომი - 3 ნებართვა
- კულტურის დაწესებულება - 5 ნებართვა
- სკოლამდელი დაწესებულება - 1 ნებართვა
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 5 ნებართვა
- სხვა - 248 ნებართვა
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6%-ით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 %-ით მეტი).