საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

საქართველოში 1-ლი აპრილიდან ძალაში შევა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

 ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად საკმარისი ქონება არ აქვს, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ სესხი აიღოს და ბიზნესპროექტი განახორციელოს.

სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. აკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.