საგანგებო მდგომარეობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს დაემატა - საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები. ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი 35 ეკონომიკური საქმიანობა:

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია,
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
  • IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები;
  • საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
  • 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად);
  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი;
  • საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები.