თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აიკრძალება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.
შეგახსენებთ რომ K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული კ2 კი 1.8, საპროექტო კ2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს).