"მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და მიწას ფლობენ. გარდა ამისა, მიწის რეგისტრაციის მოგვარება ეკონომიკისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გამარტივებული წესი დაინერგა, 738 483 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირდა საკუთრებად.