როგორც ცნობილია საქართველოში მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.
განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები თუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც.