ჯარიმა დაუმუშავებელ მიწებზე

საქართველოს პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვას იწყებს.

 კანონპროექტი შემდეგ ძირითად პრინციპებს ეფუძნება - საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით; მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

კანონის მიხედვით მიწის არდამუშავების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დამელია განმარტავს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მეტი სტიმული მიწის დამუშავებისთვის.