განაშენიანების კოეფიციენტი

გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის – K2-ის მატების აკრძალვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს დაანონსა და ამ ცვლილებით თბილისის მერი ქალაქის „ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, K2 კოეფიციენტის ზრდის აკრძალვის საკითხი 15 მარტს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.