ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის კომენტირებისას განაცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ შიდა განვადება თავისი არსით სესხი ან მასთან გათანაბრებული პროდუქტი იქნება, ამ მიმართულებით არსებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.
„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.