25 სექტემბერს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ მნიშვნელოვანი შემცირებაა საცალო დაკრედიტებაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მიიღოს გარკვეული ელასტიური გადაწყვეტილებები. ირაკლი კოვზანაძემ არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება ელასტიურ გადაწყვეტილებებში, ნიშნავს თუ არა, რომ საბანკო რეგულაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს.