ეროვნული ბანკი საპენსიო თანხებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დაიწყო საპენსიო შენატანების შეგროვება. ამავე კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივების განკარგვა და ინვესტირება შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო ჯერ არ დაკომპლექტებულა, დღის წესრიგში დადგა უკვე აკუმულირებულ სახსრებზე სარგებლის დარიცხვის საკითხი, დამატებითი საკრედიტო რისკების აღების გარეშე.
შესაბამისად, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს მიეცა აგრეგირებული თანხების ნომინალური მფლობელობის ისეთ ანგარიშებზე განთავსების შესაძლებლობა, რომელსაც კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.