საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული.
ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციას.
„პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.