ანაკლია და ინვესტიციები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა" დატოვა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის" გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.

კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე.

ამერიკული "კონტი ჯგუფი" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.

 2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 35.5 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 265 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი - 1 962 600 000 მლნ აშშ დოლარი.

გოგიტა თოდრაძე უცხოური ინვესტიციების შემცირების რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს, მათ შორის: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება - ზარალის დაზუსტება საწარმოთა მხრიდან და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.