იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:
- ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.
- იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
- 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ცვლილებებს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის ძალაში 19 ივლისიდან შევა.