ახალი რეგულაციები

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.