აუთსორსინგი შეიძლება განვმარტოთ, როგორც „გარე რესურსების სტრატეგიული გამოყენება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რასაც, ტრადიციულად, შიდა თანამშრომლები და რესურსები ასრულებს“. იურიდიული აუთსორსინგი არის სტრატეგია, როდესაც ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, საკვანძო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებას აკისრებს სპეციალიზებულ და ეფექტურ სერვის-პროვაიდერს, რომელიც, როგორც წესი, ღირებული ბიზნეს პარტნიორი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იურიდიული აუთსორსინგი ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ტენდენციად იქცა. სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია, დიდიც და მცირეც, მიმართავს კორპორატიულ იურიდიულ აუთსორსინგს, რაც საოპერაციო და ზედნადები ხარჯების გონივრული დაზოგვის ხარჯზე, ბიზნესის ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა. ბაზრის მიმღებლობა და მზარდი აქცენტი ტექნოლოგიებსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესზე, პატრონუს ლეგალს საშუალებას აძლევს შექმნას და დანერგოს ისეთი რთული და კომპლექსური კონცეფცია, როგორიც იურიდიული მომსახურება 2.0-ია. შრომითი ფუნქციების გონივრული დელეგირება ამ კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ერთ-ერთი ელემენტია, თუმცა მისი ამოსავალი წერტილი სამუშაო პროცესის დიჯიტალიზაცია, ავტომატიზება, მონაცემებისა და ცოდნის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. პატრონუს ლეგალის კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის მოდელის მეშვეობით, შეგვიძლია მომსახურება გავწიოთ კიდევ უფრო ხარჯ-ეფექტურად, ვიდრე სხვადასხვა თანმდევი ღია ან ფარული ხარჯებით დამძიმებულ იურიდიულ კომპანიებს. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და დახვეწილი სამუშაო პროცესის წყალობით, პატრონუს ლეგალის გუნდი წარმოადგენს სამუშაო ძალას, რომელსაც კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ფარგლებში, ჩვენი კლიენტების არაპროგნოზირებად, ურგენტულ და გეოგრაფიულად განსხვავებულ მოთხოვნებზე რეაგირება ოპერატიულად და კვალიფიციურად შეუძლია. ამ კონტექსტში, იურიდიული პროცესის ექსკლუზიურად დასაქმებული იურისტების მიერ წარმართვის ნაცვლად, ჩვენი კლიენტები აღნიშნული პროცესის გამკლავების მიზნით, ამ ფუნქციების სრულად დელეგირებას ჩვენს გუნდზე ახდენენ და სანაცვლოდ იღებენ მოქნილობას, კვალიფიციურ ექსპერტიზას, შემცირებულ საოპერაციო და დასაქმების ხარჯებს და მათი ბიზნესის ფუნდამენტურ მიმართულებებზე კონცენტრირების საშუალებას.