ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.
მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.
„სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება“.