ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული. ბრძანების თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. ამასთან, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის კომერციული ბანკი, უფლება აქვს გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პირზე გავრცელდება ამ წესის მოთხოვნები.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ბანკები და რეესტრის სხვა წევრები ვალდებულნი იქნებიან ყოველი თვის 10 რიცხვამდე, წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდონ:

  • კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • კლიენტის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები
  • კლიენტის ბოლო განახლებული მონაცემები შემოსავლების შესახებ
  • საკრედიტო ვალდებულების დეტალები
  • კლიენტის ფინანსური მონაცემები სესხის გაცემის მომენტისთვის
  • კლიენტის მონაცემები შემოსავლების შესახებ სესხის გაცემის მომენტისთვის
  • საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები
  • ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე
  • ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ
  • ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ
  • ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ