ახალი ინიციატივა

„მწვანე ობიექტებისთვის ულიმიტო ოპერირება“ - ამ ინიციატივით რესტორნები დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ჯერ საუბარია სატესტო რეჟიმზე, რომელიც სავარაუდოდ თბილისის 15 რესტორანში განხორციელდება.

თბილისის მასშტაბით რამდენიმე კაფე-რესტორანმა მწვანე, კოვიდ-უსაფრთხო ზონად გადაქცევისთვის კოვიდ - რეგულაციები თავად შეიმუშავა და ისინი დღეისთვის მომხმარებელს მხოლოდ ვაქცინირებულ, ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იღებენ.