2009 წელს გაუქმებული აქტი

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის ინფორმაციით, აქტი რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.