ეროვნული ბანკი ონლაინთაღლითობის შესახებ

ბოლო დროს საკმაოდ გახშირებულ ონლაინთაღლითობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განაცხადა, თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს.

„არსებობს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ თუ ტრანზაქცია არის არაავტორიზებული, 100 ლარს ზემოთ პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. პირობითად, თუ 500 ლარის ტრანზაქციაა, 100 ლარზე პასუხისმგებელი მომხმარებელია და 400 ლარზე ბანკი", ამ საკითხზე ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან ერთად მუდმივ რეჟიმში მუშაობს - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვითვალისწინებთ იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ამ მიმართებით არსებობს. თუმცა მომხმარებლებმაც უნდა იზრუნონ, რომ შეამცირონ ასეთი მოვლენების რისკები.

განცხადებაში, რომელიც მე გამოვაქვეყნე, რამდენიმე ფაქტორი იყო დასახელებული, რომელიც მომხმარებლებმაც უნდა მიიღონ მხედველობაში აუცილებლად. ეს არის - არ უნდა გადავცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, ამავე დროს ვებმისამართის გადამოწმებაც არის აუცილებელი. ამავე დროს, უნდა იყოს შემოწმებული ვებგვერდის შიგთავსი. ამის პროფესიონალური გამოცდილება არ გვექნება, მაგრამ მაინც უნდა შევაფასოთ, როგორი შივთავსია. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ სოციალურ ქსელში არსებულ შემოთავაზებებზეც და ვებგვერდის მფლობელის გადამოწმებაც უმრავლეს შემთხვევაში არის შესაძლებელი სხვადასხვა ხერხებით. უნდა გადავამოწმოთ იმ წყაროს სანდოობა, რომელიც მითითებულია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.