სასამართლოს საქმიანობის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა სასამართლო ინსტიტუტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად კვლევაში ასახულია ტენდენციები, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება 2015 წლის აპრილიდან იზრდება. 2018 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, სასამართლოს საქმიანობას ცუდად რესპოდენტთა 30% აფასებდა, დღეს კი ეს ციფრი 38%-მდეა გაზრდილი.

კლების ტენდენციაა იმ რესპოდენტებშიც, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებენ. კერძოდ, 2018 წლის მარტში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას კარგად აფასებდნენ 14% იყო, დღეს კი ასეთი რესპონდენტების რიცხვი 12%-ია. ამასთან გამოკითხულთა 31% სასამართლოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს, მაშინ როდესაც 2018 წლის კვლევის თანახმად, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი 39% იყო.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.