მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს.