საქართველოს მთავრობა კონკურენციის შესახებ კანონის ცვლილებებზე მუშაობს, ახალი საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტით კონკურენციის სააგენტოს უფრო მეტი ძალაუფლება მიენიჭება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„მზადდება საკანონმდებლო ბაზა, ახალი კანონი კონკურენციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს კონკურენციის სააგენტოს და თუკი სადმე დავინახავთ ოლიგოპოლიის ნიშნებს - რაც ერთმანეთში შეთანხმებას და ფასების კონტროლს ნიშნავს - აქაც გვექნება ძალიან ქმედითი იარაღი“.