3 და მეტი ავტომობილის მფლობელებისთვის გადასახადის დაწესება მოსახლეობისგან წამოსული იდეაა და დამატებით მსჯელობას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ.
ასევე იყო იდეა მაღალძრავიანი მანქანების დაბეგვრის, რადგან ასეთი მანქანები მეტად აბინძურებენ გარემოს, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან წინასწარ არ ვიცით, როგორი ეფექტი ექნება, ამიტომ ამას დამატებითი მსჯელობა და შესაძლო ზეგავლენის შეფასება სჭირდება, სანამ გადაწყვეტილების სახით ჩამოყალიბდება.