საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება.
მომავალი წლის დასაწყისიდან თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა ხდება აუცილებელი, რაც ნაწარმის ამოცნობას გაართულებს. ასევე კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა იქნება სავალდებულო. კანონპროექტს ასამოქმედებლად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება.
ბიზნესი ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრებს.