2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ქართული ოცნების დეპუტატმა ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ მორატორიუმის გამო სოფლის მეურნეობაში 200 მილიონი ლარი ვერ შევიდა.