პარკირება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკინგის პარალელურად თბილისში ერთწლიანი, 50-ლარიანი საპარკინგე საშვებიც შენარჩუნდება.

პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება, ხოლო საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ.