სავალდებულო დაზღვევა

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელზე გავრცელდება.

მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.