ახალი რეგულაციები

 2021 წლიდან საქართველოში სხვადასხვა ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება.

 ძალაში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესდა.

 3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ( საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე). ამასთან, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები - უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება. ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.