საჩივრები კომერციული ბანკების წინააღმდეგ

2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 14 529 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 128,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

2018 წელს ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 6 358-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში ბანკების მიმართ 1 677 საჩივარი შევიდა, რაც დაახლოებით 105%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის დეკემბერში ბანკებზე მხოლოდ 817 საჩივარი დაიწერა.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, დეკემბერში ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 80,6% ტრანზაქციებზე მოდის - 1352 განაცხადი, შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება - 124 განაცხადი, 35 განაცხადით სამეულში მოხვდა მომსახურების საკომისიო.

კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობის ზრდა მაისიდან შეინიშნება, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში კი ყოველთვიურად საჩივრების რაოდენობამ  2000-ს გადააჭარბა.

 მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.