აზარტული თამაშები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.