აზარტული თამაშების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა. კანონპროექტის პირველადი ვერსიით, რომლის განხილვაზეც პარლამენტმა უარი თქვა, იკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე იკრძალებოდა გარე რეკლამა აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში.

დეპუტატი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეცვლილი სახით ხელმეორედ მოამზადა და 21 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ახალი ვერსიით სრულად იკრძალება ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა.

„ახალი, შეცვლილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებისმიერი სახის რეკლამა. სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტით, ნებისმიერი სახის ტრანსპორტზე, სახმელეთო, საჰაერო, თუ გარე რეკლამა.