ახალი ვალდებულება

კომპანიების ნაწილს 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ

არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისათვის მე-3 კატეგორიის საწარმოებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ. ცნობისთვის, მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს აკმაყოფილებს:

  • აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;
  • შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;
  • საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს. (ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც).