ახალი რეგულაცია

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან რამ­დე­ნი­მე რე­გუ­ლა­ცია და ცვლი­ლე­ბა შე­დის ძა­ლა­ში. 

კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება ეკისრებათ.

საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1-ლი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში ფუნქციონირებად კომპანიებს ეკისრებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება. უფრო კონკრეტულად:

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.