საქართველოს ეროვნული ბანკის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება გადაუვადდათ.
ახალი ბრძანების მიხედვით ბანკები ვალდებული იქნებიან „პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების ეფექტური შესრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ.
წინა ბრძანებით, ეს ვადა 2019 წლის 30 ივნისამდე ჰქონდათ.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამის პუნქტს, საუბარია სესხებზე ძირითად ინფორმაციაზე, როგორიცაა: სასესხო პორტფელის ძირითადი მახასიათებლების ზოგადი მიმოხილვა, საბალანსო და ბალანსგარეშე ელემენტების საკრედიტო ხარისხის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, ინფორმაცია სესხებზე ყოველთვიური გადახდების შემოსავალთან შეფარდებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების შესახებ, სესხის მომსახურების კოეფიციენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია სექტორებისა და საცალო პროდუქტების მიხედვით.