30 დღის ნაცვლად 5 დღე

ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა, 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს.

ექსპერტების აზრით აღნიშნული გადაწყვეტილება ზღუდავს ფულის ხელმისაწვდომობას. ფულის მოძრაობა უფრო პრობლემური ხდება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის რადგან ბიზნესებს შემოაქვთ საქონელი, ყიდიან და ამის მიხედვით იღებენ ფულს, ლიკვიდობას და იხდიან ბიუჯეტში. თუ ეს ვადა შეუმცირდებათ, ბუნებრივია, ხელში შერჩებათ საქონელი და არ ექნებათ ფული, ამიტომ მათ მოუწევთ დამატებით თანხის სესხება, რაც ასევე დამატებით დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.